Steam

Steam

Not enough ratings
წესები და რჩევები სთიმის საზოგადოებისთვის
By KillahInstinct and 1 collaborators
ეს სახელმღძვანელო დაგეხმარებათ შეიცნოთ სთიმის საზოგადოების წესების და გაიდლაინების თითოეული სექცია. მისი წაკითხვით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები მოდერატორებთან, Valve-ს მუშაკებთან და დეველოპერებთან, დაეხმარება საზოგადოებას გახდეს უკეთესი თქვენთვის და სხვებისათვის.

ეს სახელმძღვანელო წარმოადგენს თარგმანს ორიგინალი სახელმძღვანელოსი, რომელიც შექმნილია მოდერატორების მიერ.

ასევე ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე:
ინგლისური | რუსული | ბულგარული | ესპანური | პოლონური | გერმანული | იტალიური
ფრანგული | თურქული | უკრაინული | უნგრული | ბერძნული | ტაილანდური | ინდონეზიური | ფინური
   
Award
Favorite
Favorited
Unfavorite
სთიმის საზოგადოების შესახებ

სთიმის საზოგადოება შეიძლება იყოს დიდებული ადგილი სხვადასხვა თემების განსახილველად, დეველოპერებთან სასაუბროდ და მრავალმნიშვნელოვან საუბარში ჩასაბმელად. თუმცაღა, წარმატებით განვითარებისთვის, ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ თუ რა გარემოებებში ვიმყოფებით.

თუ თქვენ დამწყები მომხმარებელი ხართ, ჩვენ ასევე შევქმენით Steam Community 101 სახელმძღვანელო, რომელსაც ასევე გირჩევთ რომ წაიკითხოთ.
http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=402492882

Rules and Guidelines for Steam Community Discussions კარგი საწყისი წერტილია იმისათვის, თუ რა მიდგომა გამოვიყენოთ აქ მონაწილეობის მიღებისას.

იმისათვის, რომ უკეთესად გავიგოთ წესები, ეს სახელმძღვანელო მოიცავს მაგალითებს და მათ ახსნა-განმარტებას.

მოდერატორების შესახებ


ვინ არიან მოდერატორები?
სთიმის საზოგადოების მოდერატორები არიან Valve-ს მიერ არჩეული საზოგადოების წევრები, რათა დაეხმარონ თამაშების ცენტრს და დისკუსიებს პროდუქტიულად და პოზიტიურად შენარჩუნებაში. ისინი ასევე პასუხს აგებენ სხვადასხვა კონტენტების მოდერაციისთვის საზოგადოებაში, როგორებიცაა სახელოსნო, სქრინშოტები, ნამუშევრები, ვიდეოები, სახელმღძვანელოები, გრინლაითი და ახალი ფუნქციები როგორც კი დაემატებიან.

არსებობენ რამოდენიმე ტიპის დისკუსიების და თამაშების ცენტრების მოდერატორები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ძალაუფლების დონეებით. ეს სია შეიცავს საზოგადოების მოდერატორებს და Valve-ს მუშაკებს.

Valve-ს მუშაკები
აღნიშნული მწვანე შრიფტით და Valve-ს ლოგოთი სახელის გვერდით. შეიძლება გააჩნდეთ "Valve-ის მუშაკი" ემბლემა. მათ გააჩნიათ სრული კონტროლი.

მოხალისე სთიმის მოდერატორები
აღნიშნულნი ნარინჯისფერი სახელით ვარსკვლავთან ერთად. ისინი აკონტროლებენ ყველა თამაშების ცენტრებს და საზოგადოების ფუნქციებს. შეიძლება გააჩნდეთ "სთიმის საზოგადოების მოდერატორი" ემბლემა. შეუძლიათ ბანი დაადონ მომხმარებლებს, დახურონ/წაშალონ პოსტები და თემები, სახელოსნოს ნივთები და სქრინშოტები

დეველოპერები
ყველა თამაშის დეველოპერს აქვს უფლება მოდერაცია გაუწიოს თავიანთი თამაშის ცენტრებს. მათ არ შეუძლიათ სამუდამოდ წაშალონ ან შეცვალონ მომხმარებლების თემები. შეიძლება გააჩნდეთ "Steamworks დეველოპერის" ემბლემა.

მესამე მხარის მოდერატორები
აღნიშნულნი ნარინჯისფერი სახელით ვარსკვლავის გარეშე. დანიშნულნი დეველოპერის მიერ სპეციფიური თამაშისთვის. ძალაუფლება იგივე აქვთ რაც მოხალისე მოდერატორებს (მხოლოდ თამაშის ცენტრისთვის). მათ არ შეუძლიათ სამუდამოდ წაშალონ ან შეცვალონ მომხმარებლების თემები.

მესამე მხარის ოფიცერი
აღნიშნულნი ყვითელი სახელით. დანიშნულნი დეველოპერის მიერ სპეციფიური თამაშის ცენტრისთვის.


ძალაუფლებას დამშეული მონსტრები!
მიუხედავად საპირისპირო მოსაზრებისა, მოდერატორები არ იღებენ სიამოვნებას ბანის გაცემისას. ისინი არ არიან ძალაუფლებას დამშეული მონსტრები. ისინი არიან სთიმის მომხმარებლები, როგორც ჩვენ ყველა დანარჩენი, რომლებიც ეხმარებიან Valve-ს საზოგადოებას სუფთად შენარჩუნებასა და პოზიტიური გზისკენ ფოკუსირებაში.

მოდერტორი მდევნის, ეს ბოროტმოქმედებაა!
თუ ისე ხდება, რომ ხშირად გარეპორტებენ და მოდერატორი აქტიურად მუშაობს დარეპორტებულ კონტენტზე, თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ გდევნიან. თუმცა ყველაფერი უფრო მარტივადაა: სთიმის საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი რამ ხდება და მოდერატორს არ აქვს საკმარისი ენეგრია რომ კონკტრეტულად თქვენზე და თქვენს ქმედებებზე დახარჯოს იგი. თუმცა, თუ მაინც ისე ხდება რომ იგი თქვენ გდევნით, მაშინ არ უნდა დატოვოთ ყურადღების გარეშე და გამოიყენოთ დარეპორტების ფუნქცია პროფილზე. დეტალურად ამის შესახებ წაიკითხეთ აქ.

მოდერატორები ცენზურაში მატარებენ! ჩემი სიტყვის თავისუფლება დარღვეულია!
გაითვალისწინეთ, რომ ეს ფორუმები არის კერძო და კომპანიის საკუთრება. ნებისმიერი კონტენტი რაც წესს არღვევს შეიძლება იქნას წაშლილი (მაგ. პოლიტიკა, რელიგია, ჩხუბი, სპამი, დუბლიკატი თემები). ამასთან დამატებით, თემები როგორებიცაა ლიცენზიის თანხმობასთან დაკავშირებით (EULA) ან SSA (Steam subscriber agreement) კითხვებთან, თანხის უკან დაბრუნებასთან, ექაუნთის შეცდომებთან, ყველანი უნდა იქნან გადაგზავნილნი სთიმის საპორტთან და დახურულნი. მოდერატორები უფლებას იტოვებენ დახურონ ან წაშალონ ნებისმიერი თემა, მათი შეხედულებების და წესების თანახმად.
დაეხმარე საზოგადოებას: დარეპორტება


როგორ დავარეპორტო?
თუ თქვენ ამჩნევთ, რომ საზოგადოების სხვა წევრი არღვევს წესებს, გთხოვთ დაარეპორტოთ პოსტი რეპორტის ( ) ღილაკზე დაჭერით, რომელიც განთავსებულია ყოველ პოსტზე. დარეპორტებისას გთხოვთ მოკლედ მიუთითოთ დარღვეული წესი. აღწერეთ სიტუაცია დაზუსტებით და/ან მიუთითეთ ბმულები რათა საქმე იქნას გამოძიებული შემდომ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაარეპორტოთ შეურაცხმყოფელი (სახელოსნო, ცენტრი, სახელმძღვანელო და ა.შ.) კონტენტი, რომელიც შეიძლება შემოწმდეს მოდერატორების, დეველოპერების და Valve-ს მუშაკების მიერ.

იმის გამო რომ საზოგადოება სწრაფად იზრდება, არცერთ ადამიანს არ აქვს იმის დრო რომ მოძებნოს ყველა წესის დამრღვევი. როცა თქვენ მოდერატორს ჩარევთ ესეთ დროს, ისინი უფრო სწრაფად მოახდენენ რეაგირებას. დარეპორტება ყველაზე მეტად გამოსადეგია ესეთ დროს და ამას ძალიან აფასებენ მოდერატორები. მადლობა!

რეები არ დავარეპორტოთ
რეპორტები ძალიან სასარგებლოა, როცა ისინი გაკეთებულია სწორად. დარეპორტება უნდა მოხდეს თქვენი მოქმედების თავისუფლებით, მაგრამ ღირსეულად. არ უნდა დავარეპოტოთ:
  • უთანხმოება განსხვავებულ აზრთან.
  • ვინმე, ვისზეც ფიქრობთ რომ ჩითერობს თამაშში, გთხოვთ დაარეპორტეთ სთიმის პროფილიდან.
  • მოდერატორის პოსტი თემის დასახურად. იგი გარდაიქმნება სპამში და არ არის ამის გაკეთება საჭირო.
ნაწილი1: საერთო წესები


არ გააკეთოთ შემდეგი რაღაცეები:
  • ფლეიმი ან სხვა წევრების შეურაცხყოფა
  • გვერდის ავლა ფილტრებისთვის
  • ბოროტადგამოყენება ან რეპუტაციის/პოსტის დარეპორტების სისტემის ბოროტადგამოყენების წახალისება
  • პირადი ინფორმაციის დაპოსტვა (მაგ: სახელი, მისამართი, იმეილი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.)
  • თემების აღმართვა
  • თემაში თემიდან გადახვევა
  • ფიშინგის საიტების ბმულების დაპოსტვა
  • სპამის დაპოსტვა (მაგალითად +1, ბლაბლაბლა...) ან ხელახლა დაპოსტვა დახურული, მოდიფიცირებული, წაშლილი კონტენტის
  • განმეორებით პოსტვა არასწორ ფორუმზე (მაგ: პოსტები ვაჭრობაზე უნდა ეკუთვნოდეს ვაჭრობის ფორუმს)
  • ღიად კამათი მოდერატორთან

ფლეიმი ან შეურაცხყოფის მიყენება სხვა წევრებისთვის
ეს წესი საკმაოდ პირდაპირია. ფლეიმი/შეურაცხყოფის მიყენება ჩვეულებრივ აშკარაა ხოლმე. თუ ვინმეს დაუძახებთ იდიოტს ან სულელს, დაამცირებთ იმისათვის, რომ არ იციან რაღაც, პიროვნულად შეუტევთ რაიმე ფორმით, მაშინ ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც შეურაცხყოფის მიყენებად/ფლეიმად/ტროლინგად. ასეთი საქციელისთვის მიიღებთ დროებით ბანს.

Originally posted by მაგალითი:
ჩემთან მშვენივრად მუშაობს, იქნებ შენ უბრალოდ იდიოტი ხარ.

სიტყვის ან ბმულის ფილტრების გვერდის ავლა
თუ თქვენ განზრახ უვლით გზას სიტყვის ან ბმულის ფილტრს, თემა შეიძლება იქნას მოდიფიცირებული, წაშლილი ან დახურული. თქვენ ასევე შეიძლება მოგეცეთ დროებითი ბანი, იმის მიხედვით თუ რა სიმწვავისაა თქვენი ქმედებები.

Originally posted by მაგალითი:
შენ ხარ რეგ3ენი

ბოროტადგამოყენება ან რეპუტაციის/პოსტის დარეპორტების სისტემის ბოროტადგამოყენების წახალისება
სხვების წახალისება მასიური დარეპორტებისთვის თემაზე ან პასუხზე. რეპორტის ღილაკის სპამირება არ არის კარგი ქმედება. გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში რათა დაარეპორტოთ ცუდი საქციელი... ერთი რეპორტი თითო პოსტზე საკმარისია.

პირადი ინფორმაციის დაპოსტვა
არავის არ მოსწონს როცა მის პირად ინფორმაციას ამჟღავნებენ საქვეყნოდ. გთხოვთ ამას ნუ იზამთ. თუ მაგალითად გინდათ დაარეპორტოთ ჩითერი, გააკეთეთ ეს მის პროფილზე მქონე რეპორტის ღილაკის საშუალებით და არა დისკუსიის თემაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგად მიიღებთ თემის წაშლას ან შესაძლო ბანს.

თემების აღმართვა
თუ თქვენს თემაში არავინ გპასუხებთ, ეს არ გაძლევთ იმის მიზეზს, რომ აღმართოთ თემა. ისეთი პოსტებით როგორებიცაა "მაღლა", "ავიდა", რომელიც ანარჩუნებს თემას აქტიურად, შესაძლოა შედეგად გამოიწვიოთ თემის დახურვა ან წაშლა, ხოლო თუ ქმედება მეორდება, მიიღებთ დროებით ბანს.

თემაში თემიდან გადახვევა
ეს წესი საკმაოდ მარტივია. შეინარჩუნეთ თემასთან კავშირი და არ გადაუხვიოთ სხვა თემისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი განიხილება როგორც სპამი და წაიშლება.

ფიშინგის საიტების ბმულების დაპოსტვა
თუ თქვენ აღმოაჩენთ ფიშინგის საიტის ბმულს, არ დაპოსტოთ იგი რათა სხვებმა შემთხვევით არ დააკლიკონ მასზე, არამედ შეატყობინეთ მის შესახებ მოდერატორს პრივატულად ან სთიმის საპორტს რათა იგი იქნას დამატებული ბმულების ფილტრების სიას. შენიშვნა: თუ თქვენ განზრახ დაპოსტავთ ესეთ ბმულებს, თქვენ სავარაუდოდ მიიღებთ სამუდამო ბანს დისკუსიებში და ასევე სთიმის საზოგადოებაში.

სპამის დაპოსტვა (მაგალითად +1, ბლაბლაბლა...) ან ხელახლა დაპოსტვა დახურული, მოდიფიცირებული, წაშლილი კონტენტის
ნუ დასპამავთ. იგი წაიშლება ან დაიხურება. ეს ასევე ეხება საპასუხო სურათებს და ვიდეო პასუხებს. თუ თქვენი თემა დახურულია, ახალი თემის გახსნა იგივე თემაზე გამოიწვევს მხოლოდ თქვენს ბანს. თუ გსურთ იმის განხილვა, თუ რატომ დაიხურა ან წაიშალა თქვენი თემა, შეეცადეთ დაუკავშირდეთ ონლაინ რეჟიმში მყოფ მოდერატორს ან სთიმის საპორტს.

განმეორებით პოსტვა არასწორ ფორუმზე
დააკვირდით ცენტრს სადაც პოსტავთ და დარწმუნდით რომ სწორ ადგილას ხსნით თემას; მხოლოდ იმიტომ, რომ ფორუმს აქვს მცირე აქტიურობა ვიდრე სხვებს, ეს არ გაძლევთ იმის უფლებას რომ დაპოსტოთ თემა შეუსაბამო ფორუმზე.

გაცვლისას, გთხოვთ შეათვარიელეთ აპინული თემები ყოველი თამაშის ცენტრში რათა შეარჩიოთ სასურველი ადგილი. მიმდინარე გაცვლის თემები არ იქნება მოწონებული და სავარაუდოდ წაიშლება. გამონაკლისები შეიძლება იყვნენ როცა თამაშის ცენტრი მოიცავს ქვე-ფორუმს. სხვა ადგილას გაცვლის მცდელობაზე შეიძლება მიიღოთ ბანი, განსაკუთრებით თუ უკვე არსებობს აპინული თემა სახელით NO TRADING.

ღიად კამათი მოდერატორთან
თუ არ ეთანხმებით მოდერატორის გადაწყვეტილებას, არ შექმნათ ახალი თემა უკმაყოფილების გამოთქმის მიზნით. ეს გამოიწვევს წინა ორი წესის დარღვევას. საუკეთესო მოქმედება ესეთ დროს იქნება პირადული შეტყობინების გაგზავნა სთიმის მეშვეობით (ჩეთი), ან სთიმის ფორუმის მეშვეობით, რათა მოხდეს განხილვა წყნარად. სიბრაზის მომცველი პირადული შეტყობინება არაფერს კარგს არ მოიტანს. კარგად დაფიქრდით თუ რა გსურთ გამომდინარე სიტუაციიდან სანამ რამეს მოიმოქმედებთ. მოდერატორები კეთილგონიერად გაანალიზებენ თქვენს საქმეს წესის დარღვევიდან გამომდინარე... მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რისხვის მომცველი გამოხტომები კარგს არაფერს მოგიტანთ.
ნაწილი 2: აკრძალული თემები და პასუხები


არ დაპოსტოთ თემები/პასუხები, რომლებიც მოიცავენ შემდეგს:
  • პორნო, უადგილო, შეურაცხმყოფელი კონტენტი, ვარეზი ან გაჟონილი კონტენტი, ნებისმიერი რამე რაც არ არის უსაფრთხო სამუშაოდ
  • ნებისმიერი დისკუსია პირატობის შესახებ გამოიწვევს სამუდამო ბანს სთიმის საზოგადოებისგან
  • ჩითერობა, ჰაკერობა, თამაშის ექსპლოიტები
  • ძალადობის მომცველი მუქარები ან შეწუხება, თუნდაც ხუმრობით
  • პუბლიკაცია საავტორო უფლება დაცული მატერიალების, მაგალითად როგორიცაა ჟურნალების სკანები
  • გამოძალვა, მათხოვრობა, აუქციონი, გაყიდვა, რეკლამის გაკეთება, რეფერალები, რასიზმი, დისკრიმინაცია
  • ნარკოტიკები, ალკოჰოლი
  • რელიგიური, პოლიტიკური, და სხვა "პოტენციურად სკანდალის გამომწვევი" თემები

პორნო, უადგილო, შეურაცხმყოფელი კონტენტი, ვარეზი ან გაჟონილი კონტენტი, ნებისმიერი რამე რაც არ არის უსაფრთხო სამუშაოდ
უმეტესობას არ ჭირდება თქმა. არ დაპოსტოთ მსგავსი რამეები. არანაირი ბმულები, სურათები, ვიდეოები და ა.შ.

ნებისმიერი დისკუსია პირატობის შესახებ გამოიწვევს სამუდამო ბანს სთიმის საზოგადოებისგან
ნებისმიერი დისკუსია სადაც შემჩნეულია თქვენი ან სხვების თავი რაიმე სახის პირატობაში, გამოიწვევს თქვენს სამუდამო ბანს. ეს მოიცავს, თამაშის კრეკებს, გატეხილ თამაშებს, DRM-ის გვერდის ავლას და ა.შ. ნუ აღიარებთ, მიემხრობით, გამოექომაგებით ან თუნდაც განიხილავთ ნებისმიერი სახის პირატობას საერთოდ.

ჩითერობა, ჰაკერობა, თამაშის ექსპლოიტები
ნუ დადებთ ბმულს, ნუ მოითხოვთ მათ და ნუ იკითხავთ როგორ გააკეთოთ მსგავსი რამეები. ეს არ მოიცავს თამაშში მომცველ ჩითების კოდებს როგორებიცაა კონსოლის ბრძანებები მაგალითად sv_cheats.

ძალადობის მომცველი მუქარები ან შეწუხება, თუნდაც ხუმრობით
ძალადობის მომცველი მუქარები არ განიხილება მსუბუქად. ვინმესთვის იმის თქმა რომ თავი მოიკლან ძალზედ შეუფერებელი საქციელია და გამოიწვევს თქვენს ბანს. სხვების შეწუხება, იმის თქმა რომ გინდათ მათი სიკვდილი ან დაემუქროთ მოკვლით არის ასევე ძალზედ საზიანო და ისჯება დიდხნიანი ბანით სამუდამო ბანამდე.

პუბლიკაცია საავტორო უფლება დაცული მატერიალების, მაგალითად როგორიცაა ჟურნალების სკანები
აქ არაფერია სათქმელი. სათაური ყველაფერს ამბობს.

გამოძალვა, მათხოვრობა, აუქციონი, გაყიდვა, რეკლამის გაკეთება, რეფერალები, რასიზმი, დისკრიმინაცია
გრძელი სია საკვანძო სიტყვების და ისინი ყველა გამოიწვევენ თემის წაშლას ან ბანს. ეს მოიცავს შემდეგს:
  • მათხოვრობა/მოთხოვოთ სხვებს თამაშის ჩუქება ან გასაღები
  • ბმულები ლატარიებზე ან აუქციონებზე
  • ჯგუფების, ვებ საიტების, თამაშების, პროდუქტების რეკლამირება
  • რეფერალური ან პარტნიორული ბმულები, მოიცავს ამაზონს, GMG და ა.შ.
  • ნებისმიერი ფორმის რასიზმი/დისკრიმინაცია აკრძალულია, თუნდაც ხუმრობის სახით.

ნარკოტიკები, ალკოჰოლი
ნუ ისაუბრებთ მათ შესახებ და ნუ დაპოსტავთ მათი ზეგავლენის ქვეშ მყოფები რომ ილაპარაკოთ მათ შესახებ.

რელიგიური, პოლიტიკური, და სხვა "პოტენციურად სკანდალის გამომწვევი" თემები
ნებისმიერი თემა, რომელიც გარდაიქმნება დიდ საკამათო თემად სავარაუდოდ დაიხურება ან წაიშლება. თუ თემა იქმნება იმისათვის, რომ ჰქონდეს პოლიტიკური ან რელიგიური ხასიათი, იგი წაიშლება ან დაიხურება, არ აქვს მნიშვნელობა რა განხრით მიდის იგი.
ნაწილი 3: არანაირი თვით მოდერაცია


მოდერაციის უფლება დაუტოვეთ მოდერატორებს
თვით მოდერაცია ნიშნავს, როცა ხალხი, რომლებიც არ წარმოადგენენ მოდერატორებს ცდილობენ სხვებს ძალა დაატანონ ფორუმის წესების დამორჩილებაში.

მაგალითი: რჩევა მიუთითოთ უკეთესი ადგილისთვის დასაპოსტათ ნორმალურია, დანარჩენი სხვა რამ უკვე გადადის თვით მოდერაციაში.

ხშირად ჩანს რომ, ყველაზე ადვილია როცა სხვას უთითებთ თუ რას აკეთებენ არასწორად. ეს შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ წესი დაირღვა, გთხოვთ დაარეპორტოთ იგი. დარეპორტებისთვის, გადახედეთ შემდეგ სექციას.
დაუწერელი წესები


დაუწერელი წესები
არ დაპოსტოთ შემდეგი რაღაცეები:
  • ტროლინგი, გრიფინგი
  • ფლეიმი ან განზრახ უთანხმოება სხვებთან რათა გამოიწვიოთ კამათი
  • მძვინვარე პოსტები (მაგალითი: "ეს თამაში ნაგავია, მოვითხოვ თანხის უკან დაბრუნებას!")
  • განზრახი უარი დახმარებაზე, მცდარი ინფორმაციის მიწოდება (ასევე მიჩნეულია ტროლინგად)
  • არაკონსტრუქციული პოსტების/განხილვების დაპოსტვა (მაგალითი: "არ იყიდოთ ეს! ნაგავია.")
  • თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნები
  • პეტიციის თემები
  • არ დაპოსტოთ დიდი ასოებით
  • დასახელება და შერცხვენა ნებისმიერი სახის
  • გამოაშკარავება სავარაუდო ჩითერების (დაარეპორტეთ ისინი სთიმის პროფილიდან ან თამაშში)
  • სხვების კრიტიკა მხოლოდ იმის გამო რომ თქვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს
  • პუბლიკაცია პირადული ინფორმაციის ან ექაუნთთან დაკავშირებული კითხვები (არ დაპოსტოთ პირადი ანგარიშის ინფორმაცია)
  • VAC ბანები სამუდამოა: ნუ მოითხოვოთ მათ მოხსნას

შეურცხმყოფის მომცველმა სახელებმა შეიძლება გამოიწვიონ თქვენი ბანი სანამ არ შეცვლით რაიმე უფრო მისაღები სახელით
დასახელება და შერცხვენა


რატომ არის აკრძალული დასახელება და შერცხვენა?
სთიმის საზოგადოება არ არის ადგილი ამისათვის. ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს ყალბი. ყველას შეუძლია შექმნას ყალბი ინფორმაცია სხვა მომხმარებლის წინააღმდეგ და გამოიწვიოს წახალისება დასარეპორტებლად მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

იმის მაგივრად რომ შექმნათ დასახელების და შერცხვენის თემები, გამოიყენეთ დარეპორტების "Report Violation” ფუნქცია, რომელიც მომხმარებლის პროფილზე მდებარეობს რათა დაარეპორტოთ ეჭვმიტანილი თაღლითი და რაიმე სხვა დარღვევა.

ზოგი დამატებითი შენიშვნა:
  • ბევრჯერ პროფილის რეპორტი არ ქმნის მას უფრო უტყუარს. თაღლითი, ჩითერი და ა.შ. იქნება დადგენილი მას შემდეგ, როგორც კი მოხდება მისი შემოწმება Valve-ს მიერ.
  • გააკეთეთ მხოლოდ სამართლიანი რეპორტები. სისტემის დაბინძურება მცდარი/გადაჭარბებული რეპორტებით, იქნება ეს თამაშების ცენტრში თუ დისკუსიებში გამოიწვევს სისტემის ნაკლებ ქმედით უნარიანობას. ამასთან დამატებით ეს ქმედება იქნება განხილული როგორც სპამი.

თაღლითებზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად და თუ როგორ დავარეპორტოთ ისინი, იხილეთ ეს ბმული Steam Support FAQ რომელიც ეხება ვაჭრობის თაღლითობას.
ბანები და განმეორებითი დამრღვევები


ბანები
არსებობს რამოდენიმე განსხვავებული ტიპის ბანები, რომლებიც დამოკიდებულია წესების დარღვევის ტიპზე:
  • გაფრთხილები (ვორნი) (არ წარმოადგენს ბანს)
  • 1 დღიანი ბანი
  • 3 დღიანი ბანი
  • 1 კვირიანი ბანი
  • 1 თვიანი ბანი
  • სამუდამო (ცენტრის) ბანი
  • საზოგადოების (გლობალური) ბანი
ესეიგი, 4 შანსი მაქვს სანამ სამუდამო ბანს მომცემენ?
არა, ეს სია მხოლოდ წარმოგვიგდენს ბანების ტიპებს, რომლებიც გამოიყენება ამ დისკუსიებში; გარკვეული დარღვევები (მაგალითად დისკუსიები პირატობაზე) გამოიწვევენ სამუდამო ბანს იმწამსვე.
თუმცაღა, სხვა მხრივ, გაფრთხილება შესაძლოა მოგცენ, გააჩნია სიტუაციას.

რა სხვაობაა სამუდამო ბანსა და საზოგადოების ბანს შორის?
სამუდამო ბანი დაგბლოკავთ დისკუსიების არეში, საზოგადოების ბანი დაგბლოკავთ საზოგადოების უმეტესობა ფუნქციებისგან გარდა ჩეთისა, დადასტურებისა/უარყოფისა მოწვევებზე და ჯგუფებში შესვლისა.

ვინ არის განმეორებითი დამრღვევი?
განმეორებითი დამრღვევები არიან ხალხი, რომლებიც აგრძელებენ წესების დარღვევას მიუხედავად გაფრთხილებების და წინა ბანებისა. ეს გამოიწვევს ბანს სთიმის საზოგადოებისგან.

ბანისგან თავის არიდება
ალტერნატიული ექაუნთების შექმნა რათა თავი აარიდოთ ბანს, გამოიწვევს საზოგადოების ბანსაც ასევე.
ვაჭრობა, საჩუქრები და ლატარეა


ვაჭრობა ახლა ნებადართულია ვაჭრობის ქვე-ფორუმებში თითოეული თამაშის.

უბრალოდ შექმენით თემა ვაჭრობის ქვე-ფორუმში მსგავსი ფორმატის დასახელებით:

[H]Counter-Strike: Global Offensive [W]Offers

გაფრთხილება! შემდეგი რაღაცეებით ვერ ივაჭრებთ სთიმის ვაჭრობის პოლიტიკის თანახმად:
  • თამაშების გასააქტიურებელი გასაღებები
  • ფეიფალი / რეალური ფული
  • ნებისმიერი ნივთით ვაჭრობა სთიმის ფანჯრის გარდა
გთხოვთ არ დაპოსტოთ შემოთავაზებები მსგავს რამეებზე, რადგანაც სავარაუდოდ თემა დაიხურება ან წაიშლება.


სხვაგან კიდევ სად შემიძლია ვაჭრობა?
არსებობს ბევრი არაოფიციალური ადგილები, უამრავი მესამე მხარის ვებ საიტები. აქ არის დიდი სია პოპულარული ადგილებისა სთიმის სხვადასხვა სახის ვაჭრობისათვის.

საჩუქრები
თუ უბრალოდ დაინტერესებულნი ხართ კუპონის კოდის, ზედმეტი თამაშის ან სავაჭრო კარტების გაცემით, ეს შეიძლება გამორჩენილი იქნას, თუ დახურავთ ან წაშლით საჩუქრების გაცემის შემდეგ. თუმცაღა, თხოვნა ხალხისთვის რომ გამოიწერონ Youtube-ის არხზე სიახლეები, უყურონ ლაივ სტრიმს და ა.შ. არ დაიშვება და წარმოადგენს რეკლამას.

ოფიციალური ვაჭრობა

მესამე მხარის საიტები
თამაშები და კუპონები

TF2 & Dota 2 ნივთები

ლატარიები და საჩუქრები
საბოლოო დასკვნა


რეები უნდა გვახსოვდეს
გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერი რაც მოხდება სთიმის შიგნით უნდა იქნას დაცული სთიმის მომხმარებელთან თანხმობის (SSA) და ონლაინის წესების და ქმედებების შესაბამისად.

შენიშვნა: მოდერატორს უფლება აქვს ბანი დაადოს მომხმარებელს წესების დარღვევისთვის მისი შეხედულებისამებრ. თუ ისინი შეამჩნევენ რაიმე ისეთს რაც შედის წესების რომელიმე კატეგორიაში და ხდება პრობლემატური, ზომები იქნება მიღებული მათ მიერ.

ჩვენ ვართ ადამიანები: ადამიანებს მოსდით შეცდომები
თუ თქვენ თვლით რომ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგაც კი თქვენს წინააღმდეგ გატარდა არასამართლიანი ზომები, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სთიმის საპორტს ან შეეცადოთ ხმა მიაწვდინოთ მოდერატორს ან დეველოპერს რათა მათ განიხილონ თქვენი პრობლემა. გაცილებით იოლია გაესაუბროთ თვითონ მოდერატორს, რომელმაც დაგადოთ ბანი. ამის გაკეთება შეგიძლიათ აქ.

თუ თქვენ წააწყდებით პრობლემატურ მოდერაციას, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სთიმის საპორტს, თუმცაღა უფრო ადვილია იპოვოთ და დაელაპარაკოთ მოდერატორს მას შემდეგ რაც გადახედავთ თქვენს ქმედებებს წესებთან მიმართებაში.
ამ სახელმძღვანელოს თარგმანები
იმისათვის, რომ ხალხს მივაწოდოთ ეს სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა ენებზე, ამისათვის ჩვენ გვყავს დიდებული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ეხმარებიან სთიმს ამ სახელმძვანელოს სხვადასხვა ენაზე თარგმნაში.

გსურთ თუ არა, რომ ეს სახელმძღვანელო იხილოთ თქვენს მშობლიურ ენაზე? მაშინ შეუერთდით ამ დისკუსიის ჯგუფს და დაგვეხმარეთ მის თარგმნაში!


რუსული (Rosyjski): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=193145363

ესპანური (español): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=404048372

ბულგარული (Български): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=214921692

პოლონური (Polski): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=393581276

გერმანული (Deutsch): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=215345349

იტალიური (Italiano): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=403144159

ფრანგული (Français): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=308870432

ბერძნული (Ελληνικά): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=404052466

უნგრული (magyar): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=406992861

უკრაინული (Українська): http://steamcommunity.com/sharedfiles/filedetails/?id=404045920
ამ სახელმძღვანელოს თარგმანები