Achrdili
Luka Dzegvelishvili   T'bilisi, Georgia
 
 
https://www.youtube.com/user/pedoero

Visit my channel! like and sub!

ეწვიეთ ჩემ არხს!
Currently Online
Favorite Game
533
Hours played
30
Achievements
Review Showcase
ერთ-ერთი უძლიერესი თამაში, რაც ბოლო პერიოდში გამოვიდა. არ ვიცი რითი დავიწყო, ძალიან ძლიერი შთთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ზოგადად, რემედის თამაშები თავისი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და არც ეს გვტოვებს იმედგაცრუებულს.
დავიწყოთ სამყაროთი: სამყარო იზიარებს ალან ვეიქისას, რომელსაც "გაზიარებული რემედის სამყარო" ქვია როგორც მივხვდი. მოქმედება ხდება FBC - Federal Bureau of Control -ში, რომელიც ანომალიური საგნების და მოვლენების კონტროლზეა მიმართული. თამაშისას შევამჩნიე კონკრეტული მომენტები, რაზეც ეგრევე გამახსენდა SCP Foundation, ონლაინ "არქივი" ანომალურ არსებებზე და საგნებზე, რომლებსაც მომხმარებლები წერენ. აღმოჩნდა, რომ სწორედ აქედან იყო მთავარი ინსპირაცია ბიუროსთვის. თვითონ ანომალიების და ნივთების მრავალფეროვნება, ბევრად სუსტია SCP -სთან შედარებით, უფრო დამწყებებისთვის გამარტივებული ფორმატის შეგრძნებას ტოვებს, ნუ ის დოკუმენტები, რაც შეგროვებადია ყოველ შემთხვევაში. ამას მაინც და მაინც ნაკლს არ დავარქმევდი, SCP-ს ნაირი გადატვირთულობა ნამდვილად ყურადღებას მოაკლებინებდა მთავარ მიმდინარე მოვლენას. ამისდა მიუხედავად, არანაკლები მრავალფეროვნებაა დოკუმენტებში, თუ არ ვცდები ჯამურად 300-მდე შესაგროვებელი კვლევის, მოვლენის, კომუნიკაციის და მულტიმედიის ნივთია გაფანტული (ყველა შევაგროვე რა თქმა უნდა). მოვლენები და ზოგადად მოწინააღმდეგეები, ძალიან... ძალიან საინტერესო მხრითაა წარმოდგენილი და ახსნილი, მაგრამ ჩვეულებრივ მოწინააღმდეეგებთან ერთად, გარემოც შენი მტერია, არა პირდაპირი გზით, უფრო მდგრადი ფორმით ასე ვთქვათ. შენობა ცვალებადიაა, კედლები გარდაიქნება, განზომილებები, მრუდდება და ზედაპირის მიმართულება იცვლება, ძალიან კარგი მაგალითია ამისი: ვვიდეოკამერის მისია, ბენიოფის ტელევიზორის მისია და ვარდისფერი ფლამინგოს მისია. დავამატებდი, რომ DLC დამატებები უმაღლესი ხარისხისაა და საკმაოდ ჩამთრევი, ბევრი თამაშისაგან განსხვავებით. ყველაფერს ეტყობა "სიცოცხლე" დიალოგები, ბუნებრივი და საინტერესოა. თითქმის ყველა ოფისს, მაგიდას, დერეფანს ეტყობა რომ "ნაცხოვრებია". ძალიან დიდი ინდივიდუალიზმია ჩადებული ყოველ კუთხეში და ნამდვილად დასაფასებელია.
ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, უმაღლესი ხარისხი და დეტალიზაცია რა თქმა უნდა, ეს მგონი პირველი თამაშია სადაც სახის მიმიკის ტექნოლოგია უკვე რეალური ადამიანის შეგრძნებას ტოვებს, იგრძნობა მსუბუქი მოძრაობები წარბებზე, ლოყების, ტუჩების მსუბუქი მოძრაობა და ა.შ. ძალიან მასიამოვნა, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ გარკვეულ მომენტებში ჩრდილები ძალიან არაბუნებრივად ეცემოდა სახეზე. ჩრდილები ვახსენე და ვიტყვი რომ ცივ-თბილი დამოკიდებულება მაქვს ამ თამაშში განათების მიმართ: ზოგადად სპეციფიურია განათების სისტემა და გამიზნულია სინათლის და სიბნელის კონტრასტულობაზე. ზოგიერთ ადგილას გენიალურად არის გამოყენებულ და ძალიან ატმოსფერულ შეგრძნებას ტოვებს, მაგრამ ზოგიერთი ადგილას დიდ დისკომფორტს ქმნის, და ხშირია ისეთი ადგილები სადაც განათება არის მაგრამ ოთახი პრინციპულად ბნელია (არა დაბინდული, რაც შედარებით ნაკლებად გვხდება მაგრამ უკეთესადაა გაკეთებული). უნდა დავამატო გარემოს "მტვრევადობა" რაც ასევე უმაღლეს ხარისხზეა გაკეთებული, კედლიდან ამომტვრეული ბეტონი საკმაოდ ბუნებრივ "შრამს" ტოვებს კედელზე და ბზარები და გაღუნული ადგილები (რკინის შემთხვევაში) სინამდვილის შეგრძნებას ტოვებს. ზოგადად გარემო და ვიზუალი, ჯამურად რეალისტურია, მაგრამ თითქოს რაღაც... წერტილებივით (?) ჩანს ზედაპირებზე, განსაკუთრებით სინათლის და სიბნელის კვეთაზე ხოლმე. ალბათ ძრავის სპეციფიურობაა. მე პირადად დისკომფორტის შეგრძნება ნამდვილად არ გამჩენია მაგისაგან.
თამაშის მსვლელობასაც შევეხოთ. ვიტყოდი რომ შედარებით დაბალი სიძნელის თამაშია, მაგრამ თავსატეხების და ბრძოლის საკმაოდ კარგი ნაზავია. ბრძოლები მეტწილად, "არენის" ტიპის სივრცეებში ხდება, მაგრამ არის ინდივიდუალური "ისტორიის" მქონე მონსტრებისც, რაც ცოტა მეტი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ დიდად პრობლემური არაა. იარაღები მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ყოველი მათგანი კონკრეტული არქეტიპია, მაგრამ საკმაოდ ინდივიდუალური შეხება იგრძნობა. არის RPG ელემენტიც, იარაღების და "საკუთარი თავის" გაძლიერების სახით, თუმცა მსუბუქად და ძალიან არ ტვირთავს მაგ მხრივ. მაგრამ უნდა შევეხო იარაღების მოდებს, თამაშის განმავლობაში უამრავი მოდი იყრება და ბოლოსკენ განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება, იმიტომ რომ პირველი, მეორე და მესამე დონის მოდები მაინც იყრება და ფაქტობრივად 90% არ გჭირდება. ცოტა მეტი დამუშავება აჯობებდა ამ სისტემის, ვიტყოდი კიდეც რომ ვიცი როგორც, მაგრამ აქ უმნიშვნელოა მაგის დაწერა; მოწინააღმდეგეები საკმაოდ მრავალფეროვნად არიან და სტანდარტული ერთეულების გვერდით, საკმაოდ არასტანდარტულებიც გვხვდებიან.
მუსიკის მხრივ, თამაში ზოგადად მიწირია, უფრო გარემოცვის ხმებითაა დატვირთული (რაც ისევ, საკმაოდ რეალისტურის და ბუნებრივის შეგრძნებას ტოვებს) და ხანდახან, გარკვეულ მომენტებში მსუბუქი ჰანგებით ერთვება. ასევე გენიალურადაა ჩასმული რამდენიმე სიმღერა, ერთი რომელიც ჩემი ფავორიტების სისას დაემატა არის Poets of The Fall - My Dark Disquiet და ვიდეოკამერის მისიის ფონზე არსებული სიმღერა Retrowave.
ბოლოსკენ არ შემიძლია არ შევეხო ერთ ნაკლს, რომელიც ცუდად მომხვდა თვალში: დივერსითი კვოტა. თამაშის ყველა ელემენტი იმდენად კარგადაა გაკეთებული, რომ თავიდან არც კი დავუკვირდი. მაგრამ ერთი კონკრეტული ფაილის წაკითხვისას თვალში რაღაც მომხვდა ცუდად: ქალისა და მამაკაცის როლი მითოლოგიაში, დოკუმენტის ავტორის აზრით, არქაული პატრიარქიზმის გადმონაშთია და თურმე 1964 წელს უკვე ამ მოძველებულ ტრადიციებს გაცდნენ. მომკალით და არ მჯერა რომ 1964 წელს, ვიღაც წიგნის ჭია მეცნიერი, ფარული ფემინისტია და პატრიარქატს კიცხავს. ამან, ჩემში ეჭვები გააღვიძა და სხვადასხვა მომენტებს დავუკვირდი. მაგალითად: ავიღოთ დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები. დადებითები არიან: ჯესი (ქალი), ემილი პოპი (ქალი მეცნიერი), არიში (სავარაუდოდ ინდუსი), მარშალი (ზანგი "კომანდო" ქალი), ლანგსტონი (ბეტა კაცი). უარყოფითი პერსონაჟები არიან ზაქარია ტრენჩი (მამაკაცი, თეთრი), კასპერ დარლინგი (მამაკაცი, თეთრი), დილანი(მამაკაცი, თეთრი), სალვადორი (ლათინო მამაკაცი), და ტომასი (იტალიელი მამაკაცი). ანუ აშკარად ვხედავთ დივერსითი კვოტებს მთავარ პერსოონაჟებში, ასევე რატომღაც დაცვის უხეშად 50% ქალია, და მოწინააღმდეგეები, რომლებიც წესით "გადაბირებული" თანამშრომლები უნდა იყვნენ, აშკარად მამაკაცები არიან სულ. მარშალთან მიმართებაში საუბრისას, ყოველ ნაბიჯზე გამაღიზიანებლად აქებენ, თითქოს მაგარი "ბედესს" პიროვნებაა, რეალური ურთიერთობისას კი საკმაოდ გამაღიზიანებელი შეგრძნება დატოვა ჩემში და პირველი ინტერაქციიდან ბოლო ინტერაქციამდე საკმაოდ უაზრო საქციელების კრებული იყო ამ ქალის მოქმედებები. სამწუხაროა ნამდვილად. დაახლოებით ისე მომივიდა, რაღაცას რომ დაინახავ, ვეღარ ვერ-დაინახავ.
საბოლოდ თამაშს შევაფასებდი 9/10 ქულით. ის ერთი ქულაც ჩემთვის ზემოთ ხსენებულმა, განათების და მოდების პრობლემამ, დივერსითი კვოტების დახმარებით მოაკლო. ამდენი დადებითი მხარე რომ არ ქონდეს ამ თამაშს, აშკარად უფრო დაბლა დავიდოდა ეს ქულა.
Rarest Achievement Showcase
Recent Activity
184 hrs on record
last played on May 21
533 hrs on record
last played on May 2
1,652 hrs on record
last played on May 2
SuperSHIBE Mar 16 @ 2:45pm 
+rep good hunter and very fun to play with:huntbounty:
Anatomy Mar 6 @ 5:12am 
👑👑🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤👑👑
👑🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤👑
🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤
🖤🖤👑👑👑🖤🖤🖤👑👑👑🖤🖤
🖤👑👑👑👑👑🖤👑👑👑👑👑🖤
🖤👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑🖤
🖤👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑🖤
🖤👑👑👑👑👑👑👑👑👑👑👑🖤
🖤🖤👑👑👑👑👑👑👑👑👑🖤🖤
🖤🖤🖤👑👑👑👑👑👑👑🖤🖤🖤
🖤🖤🖤🖤👑👑👑👑👑🖤🖤🖤🖤
🖤🖤🖤🖤🖤👑👑👑🖤🖤🖤🖤🖤
👑🖤🖤🖤🖤🖤👑🖤🖤🖤🖤🖤👑
👑👑🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤🖤👑👑
MRX Jan 27 @ 6:59am 
:funnycube: :ChipJoy:
Achrdili Jan 27 @ 6:33am 
უთენგენათალე <3
MRX Jan 27 @ 4:56am 
+rep one of the best players I have ever played with
Anatomy Oct 27, 2023 @ 9:41am 
:nisha::summerghost::Lurcher:𝐻𝒶𝓅𝓅𝓎 𝐻𝒶𝓁𝓁𝑜𝓌𝑒𝑒𝓃:Lurcher::summerghost::nisha: